logo_geo
eng_logo
ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

18 მაისი. 2019. 21:48

 

 

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner