logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს, თუმცა...
- +

19 მაისი. 2019. 15:40

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირიდან უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

 

ამის შესახებ მეზვრიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

 

„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner