logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი ელისო ჩაფიძეზე: დეპუტატმა განცხადებები არ უნდა აკეთოს საკუთარი „პოპულარობისათვის“
- +

26 თებერვალი. 2016. 12:54



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებებს ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ.



ჟორჟოლიანის თქმით, ყველა დეპუტატმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა და არა განცხადებები აკეთოს საკუთარი „პოპულარობისათვის", თორემ არაკომპეტენტურობა ადამიანს პოპულარობას არ მოუტანს.



მე მგონია, რომ ცოტა კარგად უნდა ჩაიხედოს ქალბატონმა ელისომ იმ წესებში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და გაიგოს. 9-ჯერ ვთქვი, რომ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელზეც მოითხოვს, რომ გინდა თუ არა იყოს ინიცირებული. ქალბატონი ელისოს ინიციატივა არ ყოფილა ეს, ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა, მანამდე იყო ინიცირებული კანონპროექტი საგადასახადო შეღავათების თაობაზე. ამის შესახებ ითქვა მთავრობის სხდომაზეც. მე, გია ვოლსკი და მირიან წიკლაური ვართ კანონპროექტის ავტორები და თუ არ უნდა ამის ნახვა, ვერ ნახავს ვერასოდეს და თუ ჰგონია, რომ მისი ულტიმატუმის შემდეგ დაიწერება...

ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა, მანამდე დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე დღეა ეს შეტანილია განსახილველად. მეორე საკითხი - თუ იქ რამე არის გასაკეთებელი, ყველა დეპუტატმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა და არა განცხადებები აკეთოს საკუთარი პოპულარობისათვის". ბრჭყალებში ვამბობ პოპულარობას, თორემ არაკომპეტენტურობა პოპულარობას ადამიანს არ მოუტანს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner