რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში არალეგალი მიგრანტები უფრო მეტ დახმარებას იღებენ, ვიდრე შეიარაღებული ძალების ვეტერანები.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს", -განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.
„ბიბისის" ინფორმაციით, მუხედავად იმისა, რომ ვეტერანებს შორის ტრამპი ცალსახა კეთილგანწყობით არ სარგებლობს, პრეზიდენტობის კანდიდატის აღნიშნულმა განცხადებამ მოწონება დაიმსახურა.
7 ივნისს დონალდ ტრამპი კალიფორნიაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მას მოწინააღმდეგე არ ეყოლება, რადგან რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშნენ.