logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო
- +

30 მაისი. 2016. 12:24


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში ჰყვება, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.

 

„მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას  დღემდე ვგრძნობ.

 

ვფიქრობ, უახლოესი წარსული ჯერ არავის დავიწყებია, თუმცა, დასაწყისში მაინც უნდა გავიხსენო, რამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა.

 

სად ვიყავით

 

რამდენიმე ნაწყვეტი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ღია წერილიდან, რომლითაც მივმართე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიას და საქართველოს მოქალაქეებს:

 

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა  მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ცხადი გახადა სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში".

 

„საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს".

 

„ნორმად იქცა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, არიან მოკლულები და დაკარგულები".

 

„საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების  ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა".

 

„დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია".

 

„სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოსაჩენად. ძნელია, გაარჩიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!"

 

„სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი".

 

„ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით".

 

ქვეყნის ყველა გულშემატკივარი მოქალაქე დამეთანხმება, რომ ამ შეფასებებში არაფერი იყო გადაჭარბებული.  პირიქით, მაშინ  ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით. რეალური სურათი  იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა!" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner