ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს. მან სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა.
კაპანაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ვიდეოგადაღებას აწარმოებდა.