logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას
- +

30 მაისი. 2016. 12:33


„ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას", - ამის შესახებ  ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი.

 

„ისინი  ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც „ახალი ადამიანის" ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.

 

უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.

 

მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner