logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ!
- +

30 მაისი. 2016. 12:48


„კიდევ ერთი - ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს.


როგორც ივანიშვილი განმარტავს, საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ  ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს  გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ. პირველივე დღეს განვაცხადე და  სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს  და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner