logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადა დაითხოვა
- +

20 მაისი. 2019. 13:24

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა, ერთ-ერთი პირველი ბრძანებულებით, უკრაინის უზენაესი რადა დაითხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ ინაუგურაციის შემდეგ ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რადას ამჟამინდელ შემადგენლობას დათხოვნამდე მხოლოდ ორი თვე აქვს და მან სთხოვა დეპუტატებს, ამ ხნის განმავლობაში მიიღონ რიგი მნიშვნელოვანი კანონები.

 

„ძალიან გთხოვთ, მიიღოთ კანონი დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, კანონი უკანონო გამდიდრებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე, მრავალტანჯული საარჩევნო კოდექსი და გააკეთეთ ღია სიები“, - ასეთი თხოვნით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დეპუტატებს.

 

პრეზიდენტმა ასევე სთხოვა რადას წევრებს, თანამდებობებიდან გაათავისუფლონ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი და თავდაცვის მინისტრი.

 

„გააკეთეთ ეს და ჩამოიკიდეთ მედლები - ეს არცთუ ცუდი ქულებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

 

პრეზიდენტმა ასევე გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის მთავრობას.

 

„მინდა გავიხსენო იმ ამერიკელი მსახიობის სიტყვები, რომელიც შესანიშნავი პრეზიდენტი გახდა (იგულისხმება რონალდ რეიგანი) – „მთავრობა არ წყვეტს ჩვენს პრობლემებს, მთავრობა თვითონაა ჩვენი პრობლემა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner