logo_geo
eng_logo
„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

20 მაისი. 2019. 13:31

 

 

16 მაისს საბაჟო-გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 7 538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,   კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 7 538.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner