logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი
- +

30 მაისი. 2016. 12:49


პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავს. მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან მართავს.



ჯერჯერობით კონსულტაციები მაქვს მთელ რიგ პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა კერძო პირებთან, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი აქვთ. საბოლოოდ, ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა. გარკვეულ ნაწილთან უკვე გვაქვს შეთანხმება. ალბათ, ეს ერთ კვირაში მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს საბოლოო სახეს, რასაც ჩვენს მოსახლეობას გავაცნობ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 


მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner