logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ!
- +

30 მაისი. 2016. 12:55


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დაათმობინეს".


აქვე ივანიშვილი 2013-2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული არჩევნებით ბოლო მოეღო მოქალაქეების ხმების მოპარვას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ჩვენი სცენარით წარიმართა. არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ.

 

უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.

 

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner