logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
- +

26 თებერვალი. 2016. 13:15



ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი facebook-გვერდზე იტყობინება, რომ დაკავებულია 1985 წელს დაბადებული თბილისის მცხოვრები. იგი 24 თებერვალს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს. ინციდენტი ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მოხდა.


გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური სასამართლოსთვის გადასაცემ მასალებს ამზადებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner