logo_geo
eng_logo
კახაბერ გვანცელაძე: მინდა, დავამშვიდო მშობლები...
- +

20 მაისი. 2019. 16:58

 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი შეუფერხებლად შევა.

 

როგორც გვანცელაძე აცხადებს, დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები.

 

„როგორც უკვე იცით, კომპანია „ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები“,- აცხადებს გვანცელაძე.

 

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner