შესთავაზეს თუ არა თემურ თათარაშვილს ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაციას“ მონაწილეობა - ამის შესახებ ცნობილი მომღერალი „ქართულ აზრთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩემთვის ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაციას“ მონაწილეობა არავის შემოუთავაზებია. ჯერ ერთი, სამარცხვინოა მსგავსი თემებით ხალხზე მანიპულირება. მე, დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე ვართ სამშობლოს მოღალატეები? რომელი ვართ რუსები... გამოვიდნენ და დამენახონ, ვისაც სამშობლო ჩვენზე ძალიან უყვართ... რუსეთი რომ ოკუპანტია, ძალიან კარგად ვიცით და გვაქვს გაანალიზებული, მაგრამ ამ საქმესთან რა შუაშია? ვიდეორგოლს რომ იღებდნენ, არც ვიცოდი, არავის დაურეკავს, რომც დაერეკათ, რა?“ - აღნიშნავს თემურ თათარაშვილი.