logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა უწევთ
- +

20 მაისი. 2019. 17:25

 

 

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „Twitter“-ში წერს.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ.

 

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“,- წერს სალომე ზურაბიშვილი „Twitter“-ში.

 

დღეს უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.

 

შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner