logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიურ-ეკონომიკური ზრდა გვქონდეს
- +

20 მაისი. 2019. 18:12

 

 

„კრისტინ ლაგარდის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით“, - ამ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აკეთებს.

 

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მე - 11 მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ვიზიტი იმ მხრივაც არის აღსანიშნავი, რომ ეს არის სსფ-ს უმაღლესი თანამდებობის პირის მესამე ვიზიტი საქართველოში 1992 წელს საქართველოს სსფ-ს წევრად გახდომის შემდეგ.

 

„მოგეხსენებათ,  2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3 - წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც   ხელისუფლების მიერ ხორციელდება, როგორც მონეტარულ, ასევე ფისკალურ სფეროში”, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს აქვს, საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით.

 

„ქალბატონი ლაგარდის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი თვალსაზრისი, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ქვეყანა უნდა გადავიდეს დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე, რაც ყველაზე მაღალ ეფექტს მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების პირობებში იღებს, ანუ ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, არა მხოლოდ აქ წარმოებულ საქონელზე, არამედ ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის სასაქონლო ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ბაზრის ზომაც რაც ხშირად ჩვენთან ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად ითვლება, თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში ალტერნატივად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციას და შესაბამისად საქონლის დასაწყობებას და ნაკლები დანახარჯებით მათ გადაზიდვებს განიხილავს. საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო არტერიების მოდერნიზაციაც სწორედ ამ კუთხით არის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მომტანი”, - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner