logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
- +

20 მაისი. 2019. 21:05

 

 

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კაბინეტებში პრეზიდენტის პორტრეტები უნდა ჩამოხსნან. ამის შესახებ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცის უკვე დადო და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner