„BBC"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მალიში გაერო-ს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ტოგოელი ჯარისკაცები მოპტის რეგიონისკენ მიდიოდნენ, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.
„ BBC"-ს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ალ- ქაიდას" ერთ- ერთი ფრთა მოქმედებს.
მალიში გაერო-ს მშვიდობისმყოფელები 2013 წლიდან იმყოფებიან.