logo_geo
eng_logo
ცენტრალურ მალიში გაერო-ს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს
- +

30 მაისი. 2016. 12:59


„BBC"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მალიში გაერო-ს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.


ტოგოელი ჯარისკაცები მოპტის რეგიონისკენ მიდიოდნენ, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.



„ BBC"-ს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ალ- ქაიდას" ერთ- ერთი ფრთა მოქმედებს.



მალიში გაერო-ს მშვიდობისმყოფელები 2013 წლიდან იმყოფებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner