logo_geo
eng_logo
რუსთავში უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა
- +

21 მაისი. 2019. 01:47

 

 

სექსუალური ძალადობის მცდელობა რუსთავში. ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა.

 

ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

 

ქალი კი, რომელსაც სახისა და ხელის არეში მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ქალბატონმა განაცხადა, რომ  უცნობი მამაკაცი თავს მოულოდნელად დაესხა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner