დასაფიქრებლად და დასახმარებლად!
მთავრობის 2019-2020 ის სამოქმედო პროგრამა ამბიციურია, ხოლო ეროვნული იდეა განათლებაზე - საუკუნის პროექტი, რისი მსგავსიც ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყანას არ ჰქონია... (მოუხდებოდა სლოგანი - „და შენც, ქართველო, სწავლითა სამშობლო გაახარეო!“)
სამთავრობო პროგრამის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რაც აუცილებელი საჭიროებით არის ნაკარნახევი, ვინაიდან მთელი რიგი მიმართულებები (გზა, ხიდები, წყალმომარაგება, ენერგორესურსები და ა.შ.) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... „ძლიერი რეგიონი, ძლიერი ქვეყანაა!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მართალიცაა, თუმცა, გვაქვს სერიოზული აცდენა მმართველობაში:
ეფექტური შედეგის მისაღებად, გარდაუვალია მმართველობის დეცენტრალიზაცია (საუცხოო მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არის - პოლონეთი). ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად, შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებული უნდა იყვნენ ადგილობრივი მმართველობები (რეგიონი, ქალაქი, სოფელი). გამოკვეთილი ლიდერები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობისა და მოტივაციის გარეშე ცენტრალური ხელისუფლებიდან რჩებიან ჟამთააღმწერლებად. 21-ე საუკუნის წარმატებების ძირითადი პრინციპი ყველა სფეროში დასაქმებულის სწორი მოტივაციაა, ხოლო ხელისუფლების კი - ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი მმართველობების დეცენტრალიზაციით. ეს ორი ინსტიტუტი ქვეყნის მასშტაბით იძლევა 50%-იან კეთილ განწყობას ცენტრალური ხელისუფლებისადმი.
ადრეც დავწერე და ისევ გავიმეორებ: მართვა ხელოვნებაა, ადამიანებთან ურთიერთობა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შეცდომაა და დამაზიანებელი ხელისუფლებისთვის გამგებლების მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა, ისინი სამეურნეო და ყოფითი პრობლემებით უნდა დაკავდნენ ადგილებზე, ხოლო პარტიას უნდა უხელმძღვანელოს ადგილობრივმა ავტორიტეტულმა პიროვნებებმა. „ავტორიტერი“, რომელიც აშინებდა ნაცბოზბანდას, განადგურებული იქნა მათ მიერ და ქონდა მცდელობა „ახალი ქართველის“ შექმნისა ნაწილობრივ შეძლეს კიდეც: ისინი იპყრობენ ტელესივრცეებს, ტრიბუნებს, პუბლიცისტკები, მოტივტივე „ვეზდეხოდი-ხუხა“ ექსპერტები... არ ჩანან ავტორიტეტული პიროვნებები მართვის სისტემაში არც კომპანიებში. ადამიანობა კემბრიჯში არ ისწავლება - ის, როგორც სინდისი, ან გაქვს, ან -არა.
პ.ს. 2012 წლიდან პოლიტიკაში ლუსტრაცია განხორციელდა 80%-ით, უსისხლოდ, კანონის მიღების გარეშე, თანმიმდევრულად, სახეზე ნიღბის ჩამოხსნით. აუცილებელია დროულად აღმასრულებელ ხელისულების განშტოებებში და ქვეყნისთვის სტრატეგიულ კომპანიებში ჩაბუდებული „საბოტაჟნიკების“ ლუსტრაცია!
სოსო ვაშაკიძე