logo_geo
eng_logo
აფხაზეთში ოპოზიციამ საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტების ბლოკირება მოახდინა
- +

21 მაისი. 2019. 14:23

 

 

აფხაზეთში ოპოზიცია საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტებს ბლოკავს, - ამის შესახებ “რია ნოვოსტის” თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელმა გარი არშბამ განუცხადა.

 

გუშინ ოპოზიციამ სოხუმში, ე. წ. პარლამენტის შენობასთან დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა, დღეს კი მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მალე საპროტესტო მოძრაობა მთელ აფხაზეთს მოედება.

 

ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ბლოკირებულია ბზიფისა და ტამიშის ე.წ გამშვები პუნქტები გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ უვადო აქცია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ე. წ. პარლამენტმა გადაწყვიტა, არ გადაევადებინა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად ე.წ კანდიდატ ასლან ბჟანიას გარშემო შექმნილი სიტუაციისა. ასლან ბჟანია ოპოზიციის წარმომადგენელია. 18 აპრილს იგი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოათავსეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თანამოაზრეები ირწმუნებიან, რომ მათი ლიდერი მოწამლეს. მათი მონაცემებით, ბჟანიას სისხლში ვერცხლისწყლის ჭარბი დონე უფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია არჩევნების საშემოდგომოდ გადატანას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner