საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და ყურადღებას საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებაზე ამახვილებს. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, საზოგადოებას არარ ეშინია საკუთარი კრიტიკული აზრისა თუ უკმაყოფილების გამოხატვის.
„განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.
მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო", - ნათქვამია ღია წერილში.