„სიარარსი” სოციოლოგიურ ხრიკებს მიმართავს იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს დაარტყას და მთავარი ტყუილი თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იზრდება და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი – არა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ენდიაი“-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ამ ფონზე „სიარარსი” გარკვეულ საკითხებზე რეალურ მონაცემებს აქვეყნებს, რათა სანდოობა გაზარდოს კვლევის მიმართ.
„სიარარსი” სოციოლოგიურ ხრიკებს მიმართავს და მეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები შეიძლება იყოს სხვა საკითხებზე იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს დაარტყას და მთავარი ტყუილი თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იზრდება და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი – არა.
კახი კალაძისა და დავით სერგეენკოს რეიტინგს ვერაფერს უხერხებენ, შეიძლება, ცოტა ამცირებენ, მაგრამ იმდენად ვერ ამცირებენ, რომ სხვა ადგილზე გადაიტანონ და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ჩაწერონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგებს ცოტათი ამცირებენ, რომ შემდეგ დამაჯერებლობის ხარისხი მოიპოვოს.
ეს სოციალური ხრიკი გამოყენებულია იმისათვის, რომ პარტიის ლიდერს დაარტყან, ორ ლიდერს შორის სხვაობა წაშალონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს, სააკაშვილის რეიტინგი იზრდება, ეს კაცი ისეთი პოზიტიურია, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, პატივი როგორ მიაგოს. მიხეილ სააკაშვილი მესამე ადგილზე რამენაირად უნდა მოეხვედრებინათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.