logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით
- +

30 მაისი. 2016. 13:21


„მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრმეიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.

 

„გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქართველოში პირველი NATO-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

 

დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას  იყო.

 

მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც  წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს", - ნათქვამია ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner