logo_geo
eng_logo
ბათუმში ქალზე სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა ლიფტში სცადეს
- +

21 მაისი. 2019. 21:30

 

ბათუმში, პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელმაც 30 წლის ქალზე სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადა და მიიმალა. შემთხვევა 21 მაისს, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში მოხდა. ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, უცნობი მამაკაცი ქალს კორპუსში შეჰყვა და ლიფტში თავს დაესხა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა შეძლო. ძალოვანები მის დაკავებას ამ დრომდე ცდილობენ. პოლიციამ სადარბაზოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner