ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე და ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ისაუბრა. ძიძიგურის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიებისგან კონკურენტული ბრძოლაა მოსალოდნელი და „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა" იქნება პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა. თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად გამოიყურებიან. ოპოზიციურ მინდორზე ძალიან არის შევიწროვებული სამოქმედო არეალი. კიდევ ორმა პარტიამ გამოაცხადა კვალიციიდან ცალკე კენჭისყრის სურვილი - „რესპუბლიკელებმა" და „ეროვნულმა ფორუმმა", ამიტომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ მინდორზე გამძაფრებული კონკურენტული ბრძოლა იქნება", - განაცხადა ძიძიგურმა.