logo_geo
eng_logo
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება
- +

22 მაისი. 2019. 13:45

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ და დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეათანხმეს. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 21 ივლისისთვის იყო დანიშნული, თუმცა ოპოზიციის უკმაყოფილებისა და გუშინ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ე.წ. არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის ინიციატივით თავად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამოვიდა.

 

ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელის არჩევნების გადადებას ოქტომბრამდე მათი ლიდერისა და მომავალი არჩევნების ცალსახა ფავორიტის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვდნენ. გასულ კვირას ბჟანია საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს. ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლული იყო, რადგან მათი მტკიცებით, ოპოზიციის ლიდერის ორგანიზმში მძიმე მეტალის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. მოგვიანებით, ექიმებმა ბჟანიას მოწამვლის ვერსია უარყვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner