logo_geo
eng_logo
სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს
- +

22 მაისი. 2019. 13:46

 

 

სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პოსტს ტოვებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაადასტურა.

 

მისი თქმით, გულედანი ერთ-ერთი კარგი კადრია და ის ბიზნესში მიდის.

 

„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“,- განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner