სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პოსტს ტოვებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაადასტურა.
მისი თქმით, გულედანი ერთ-ერთი კარგი კადრია და ის ბიზნესში მიდის.
„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“,- განაცხადა კალაძემ.