logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარი გაუფასურებულია მხოლოდ დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტებთან - თითქმის არა
- +

22 მაისი. 2019. 14:54

 

 

„ლარი გაუფასურებულია მხოლოდ დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტებთან თითქმის არა“,- ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

 

კაკაურიძის თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი სავარაუდოდ არის მოლოდინები, რომელიც აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს.

 

„ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი ლარის გაუფასურების არ არსებობს. შესაბამისად, მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ლარზე გავლენა არ აქვს. გაუფასურების მიზეზი სავარაუდოდ, არის მოლოდინები, რომელიც აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს. ჩვენ თუ შევხედავთ გაუფასურებას, გვაქვს მხოლოდ დოლართან მიმართებით. სხვა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურება არის ძალიან მცირე ან თითქმის არ არის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

გიორგი კაკაურიძის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ტურიზმი, სავაჭრო ბრუნვა - ყველა ეს ფაქტორი ქვეყანაში გაუმჯობესებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner