რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად ერთი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.