logo_geo
eng_logo
წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
- +

22 მაისი. 2019. 18:41

 

 

წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მოწვეულ იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები, სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა დეცენტრალიზაციის ძირითად გამოწვევებს რეგიონებში.

 

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. ფორუმი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner