logo_geo
eng_logo
ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სოფელ ლეღვაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
- +

22 მაისი. 2019. 19:01

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რაულ ბერიძესთან, მერის პირველ მოადგილე ლევან ზოიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძესთან ერთად, დღეს სოფელ ლეღვაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

 

აღნიშნული სამუშაოები ორი ხიდის მშენებლობას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე მოეწყობა გაბიონი.

 

სამუშაოების განხორციელებით მოგვარდება პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ტაკიძე ჯინჭარაძეების მიმართულებით.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 80 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 

2019 წლის განმავლობაში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის სულ 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner