საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის.
ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება, წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დახმარებისათვის.
ჰულუსი აქარმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევ სამმხრივ ფორმატში. აღინიშნა, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოში ვიზიტს გეგმავს.