logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ გახდა
- +

20 მაისი. 2019. 21:29

 

 

ქობულეთში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც ეს საპატიო სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა.

 

შეგახსენებთ,  წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ხდება, დაახლოებით 17 800 ხმა მიიღო.

 

ქალებს შორის საუკეთესოდ გამოვლენილმა ლიდია ვალენტინმა 13 000 ხმა მოაგროვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner