logo_geo
eng_logo
საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება
- +

23 მაისი. 2019. 11:02

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი პროექტის - „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში  25 კმ  (18 ჰა ფართობი)  ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

 

„ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე  სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

 

პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

ზემოაღნიშნულ პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და  სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის რეგიონის შესაბამისი მუნიციპალიტეტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner