logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სიტყვის თავისუფლება გახლავთ დემოკრატიის ჟანგბადი!
- +

26 თებერვალი. 2016. 13:19



„ახალი მთავრობის პირობებში სასიამოვნოა, რომ ხარისხობრივად, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა და ეს არ გახლავთ მხოლოდ ფასადური ცვლილებები", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის"  ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:


„როდესაც საუბარი გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის დონის ზრდის შესახებ, მთვარი კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, გახლავთ არჩევნების გამჭვირვალობა, მოსახლეობაში თავისუფლების გრძნობის არსებობა და მედიათავისუფლება.

 

ახალი მთავრობის პირობებში სასიამოვნოა, რომ ხარისხობრივად, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა და ეს არ გახლავთ მხოლოდ ფასადური ცვლილებები.

 

როგორც ადრე მოგახსენეთ, სიტყვის თავისუფლება  გახლავთ დემოკრატიის ჟანგბადი. ხოლო სიტყვის თავისუფლება ვერ იარსებებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე.

 

დღეს გავეცანი ამერიკის ელჩის ბატონი იან კელის მოსაზრებას საქართველოში ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ჯეროვნად აფასებს და ხედავს საქართველოში მიმდინარე და უკვე დასრულებული რეფორმებს. ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად  იქნა ჩატარებული, სახელწიფო ვალდებულია, შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ ახლახანს დამკვიდრდა. მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ საქართველოში მედია თავისუფალია და ის არ განციდის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.

 

ახლა ჯერი მედიაზეა. ის ვალდებულია, ამომრჩეველს მიუკერძოებელი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე  დგას,  მისასალმებელია, რომ თითოეულ ამ გამოწვევას სახელმწიფო ღირსეულად ართმევს თავს", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner