logo_geo
eng_logo
დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო
- +

23 მაისი. 2019. 11:54

 

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირის პარლამენტის 751 წევრს აირჩევენ. ევროპარლამენტის წევრებმა 28 წევრი ქვეყნის 512 მილიონ მოქალაქის ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ.

 

ხმის მიცემის პროცედურა 26 მაისამდე გაგრძელდება. წინასწარი შედეგები კი კვირას ღამით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ხმის დათვლის პროცედურები დასრულდება. სწორედ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით განისაზღვრება ევროპული ბლოკის მომავალი ხუთი წლის პოლიტიკა.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე არჩევნებში დიდი ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, ვინაიდან მან ევროკავშირიდან გასვლა დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner