logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ აჩვენა, რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ნაადრევი ქორწინება
- +

23 მაისი. 2019. 13:31

 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, თუმცა სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედია აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ნაადრევი ქორწინება.

 

„ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ამაზე საუბარი რთულია. ნაადრევი ქორწინება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დამატებით ყურადღება ნაადრევი ქორწინების თემას მივაქციოთ. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას ადეკვატური აღქმა ჰქონდეს, თუ რატომ არის ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის“,- დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. გუშინ დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,- აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner