„შალვა შავგულიძე კარგი იურისტია, მას აქებენ, მაგრამ იურისტი ამ ქვეყანაზე ბევრია და იურისტობის გარდა კიდევ სხვა ნიშნებიც არსებობს, თუნდაც პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური ნიში, რომელიც მან დაიკავა - შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან გაერთიანდა, ვისზეც ამბობდა, რომ მუხლჩაუხრელი ბრძოლა ჰქონდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის შეფასებით, „ეს არის ნიშანი, რაც ლადო კახაძის ოპონენტს მთაწმინდაზე ცუდად ახასიათებს“.
„მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გამარჯვების მთავარი რესურსი არის ჩვენი კანდიდატი, მისი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და მთაწმინდის მიმართ, სადაც ბავშვობიდან ცხოვრობს. პირველ ტურში ამომრჩეველთა მეტმა რაოდენობამ ხმა სწორედ ლადო კახაძეს მისცა“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.