logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ყველა პროვოკაციაზე წავიდეს
- +

30 მაისი. 2016. 13:53


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ძიძიგურის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია  გიგა ბოკერია ხელმძღვანელობით.




„ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, ყველა პროვოკაციაზე წავიდეს, ოღონდ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციამ გამოიწვია კორცხელის ინციდენტი. გიგა ბოკერიამ ყმაწვილკაცობიდან  ზვიადისტების მიტინგების დარბევით  დაწყო  საქმიანობა. ახლაც იქ მოხდა დაპირისპირება,  სადაც ის იყო. მომავალშიც,  ბოკერია იქნება სულისჩამდგმელი, ასეთი ტიპის ოინები მოუწყოს ხელისუფლებას" , - განაცხადა ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner