logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საქართველოს მხარდამჭერ აქტში მკაფიო გზავნილებია საკითხებთან რუსულ ოკუპაციას დაკავშირებით
- +

23 მაისი. 2019. 14:53

 

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო ერთსულოვნად ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რომელიც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მან ამერიკელ მეგობრებს ამისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ხაზგასმული სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის. არის ძალიან მკაფიო გზავნილები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას, რომელიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არის ძალიან მკაფიო გზავნილები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და დაიწყებს არალეგალურ საქმიანობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ტექსტი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამავე დროს იმისთვის, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან გადაყვანილი იყოს ხარისხობრივად ახალ დონეზე.

 

„მათ შორის არის მოწოდებები ამ დოკუმენტში ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას 5-წლიანი გეგმა, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებაში, სადაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი გზავნილებია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მსურს, ვისარგებლო შემთხევით და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ორპარტიული მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner