logo_geo
eng_logo
ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება
- +

23 მაისი. 2019. 15:33

 

 

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

 

„რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner