საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის ფორმატში პოლიტიკური შოუს მოწყობას შეეცდება.
როგორც ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, კარგია, რომ საქართველოს პარლამენტი მმართველობის ახალ სისტემაში მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯებს დგამს.
„პარლამენტში საკვანძო ფიგურების მოსვლის გადაფარვა სურთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ მეთოდს მიმართავენ, როცა არაეთიკური შეძახილებით ან შეკამათებით პოლიტიკური შოუს მოწყობით იქნებიან დაკავებული. ვისურვებდი, რომ მწვავე კითხვები იყოს, მაგრამ საქმიანი და არა პოლიტიკური დივიდენდის მიღებაზე ორიენტირებული”,- განაცხადა ვოლსკიმ.
31 მაისს, პარლამენტში ინტერპელაცია გაიმართება. დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარდგებიან.