„იმდენად გარეწრები იყვნენ, ბაჩო ახალაია შევიდა სულხანთან“,- ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი საუბრობს.
„პატრიარქს ძალიან უყვარდა სულხანი. ნინო ბურჯანაძის 40-დღიანი პრეზიდენტობა იყო და იმ დროს ნინო მივიდა პატრიარქთან. მაშინ უთხრა უწმინდესმა, შენ გაქვს ახლა ეს შანსი და გამოიყენე, გამოუშვი სულხან მოლაშვილი და დავით მირცხულავაო. ნინო ბურჯანაძემ იმ წუთას ხელი მოაწერა შეწყალებას და გამოუშვა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი. იმდენად გარეწრები იყვნენ, ბაჩო ახალაია შევიდა სულხანთან საკანში და უთხრა, გინდა თუ არა, უნდა დაწერო, გთხოვთ, მაპატიოთო, შეწყალება თუ გინდაო. ნაძირლები! შეწყალებული იყო სულხანი და ატყუებდნენ, არ ხარ შეწყალებული და ეს უნდა დაწეროო. იცით, რა ტექსტი დაუდეს? იცით, რა უნდა დაეწერა?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ სააკაშვილის და მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვსო. სულხანმა ეს არ ქნა, დავრჩები აქო. სულხანმა კაცურად გაიარა თავისი ცხოვრება, ყველას შეშურდება და ახლა მკვდარი სულხანისაც კი შურს იმ კაცმაცუნას“,- აღნიშნავს თათია მოლაშვილი.