logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: თუ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის პოლიტიკური მზაობა იქნება...
- +

23 მაისი. 2019. 18:01

 

„რუსეთთან დიალოგი არსებობს, ორი ფორმატია: ჟენევის და სპეციალურ წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ იქნება სიგნალი, რომ რუსეთის მხრიდან კომპრომისის მხრივ მზაობაა, შესაძლებელია, ალტერნატიულ ფორმატებზე ფიქრი.

 

„თუ იქნება რამე სიგნალი, რომ რუსეთის მხრიდან რაღაც კომპრომისისკენ მზაობაა, მაშინ შესაძლებელია, ჩვენც ალტერნატიულ ფორმატებზე ვიფიქროთ. როგორც მინიმუმ, სიგნალი უნდა დავინახოთ, რომ რაღაცისკენ მოლაპარაკების მზაობა არსებობს. უბრალოდ დიალოგის ფორმატი შევცვალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი აზრი გაუჩნდეს, საკმარისი არ არის. თუ სიგნალი და მზაობა იქნება, სხვა დონის დიალოგები მზადდება ხოლმე და ამ მომზადების აუცილებლობა დგება, თუ რაღაც კომპრომისისკენ მზაობაა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა შეხვედრისთვის სინტერესო არ არის.

 

„თუ კომპრომისი არ არის, შეხვედრა შეხვედრისთვის სინტერესო არ არის, მათ შორის, ზუსტად პირველი პირების შეხვედრას ვგულისხმობ. თუ კომპრომისებზე მზაობა არ არის, შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ცხელი წერტილების ჩაქრობის რესურსი მეტნაკლებად რომ გვქონდეს, ამის მექანიზმები საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შეიქმნა, მაგრამ თუ რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მზაობა იქნება, მაშინ შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე, მანამდე აზრს ვერ ვხედავ“,- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner