logo_geo
eng_logo
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“
- +

30 მაისი. 2016. 14:11

30 მაისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მოეწყო პრესკონფერენცია ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც 10, 11 და 12 ივნისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება.


პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რაბოშენკო,  ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე და მირზა ფათალი  ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება.

წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. 

 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.

 

ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისთვის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება”. კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები ჩაატარებენ  პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ.

 

რაბათის ზედა ციხეზე დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში  ასევე ჩართულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად,  11 ივნისს, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge“ ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა.

 

 

რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და  და  Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები:

 

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)

11 ივნისი - გასვლა-08:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა
 გასვლა-10:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა

 

ავტობუსები უფასო იქნება ასევე, 10 და 12 მაისს, რაბათში გამგზავრების და ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვისაც.

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)

10 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ - 22:00 სთ - ჩამოსვლა

12 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ – 23:00სთ - ჩამოსვლა

                         

 

 

პროგრამა:


10 ივნისი

 

ქვედაციხე

9.00. -10.00 ფესტივალის მონაწილეების რეგისტრაცია;

10.00  ფესტივალის ორგანიზატორების მისალმება;

გამოფენებისა და პავილიონების გახსნა;

10.00. - 18.00.საგანმანათლებლო პროგრამები;

14.00. - 17.00.ბუნებრივი საღებავებით ღებვის დემონსტრაცია.

ზედაციხე

10.00.-18.00.  ფესტივალის სამუზეუმო გამოფენები;

14.00.- 17.00. საერთაშორისო კონფერენცია.

 

11 ივნისი
ქვედაციხე

10.00.-18.00 პავილიონების მუშაობის საათები; 

10.00. - 18.00.საგანმანათლებლო პროგრამები;

15.00. ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნა.

ზედაციხე

10.00.-18.00. ფესტივალის სამუზეუმო გამოფენები.;

10.00.- 13.00. საერთაშორისო კონფერენცია;

14.00. - 17.00.ბუნებრივი საღებავებით ღებვის დემონსტრაცია;

 

12 ივნისი 
ქვედაციხე

10.00. - 18.00 პავილიონების მუშაობის საათები;

10.00. - 18.00.საგანმანათლებლო პროგრამები.

ზედაციხე

 

10.00.-18.00. ფესტივალის სამუზეუმო გამოფენები;

right_banner right_banner
არქივი
right_banner