logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: აშშ-ის საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის აღიარება ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების
- +

23 მაისი. 2019. 18:29

 

ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.

 

„ეს არის ორპარტიული დოკუმენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნიშნავს აშშ-ის მხრიდან აღიარებას იმ პროგრესისას, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ დოკუმენტში ბევრ საკითხზეა საუბარი, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს დაევალა, რომ ხუთწლიანი სტრატეგია წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის. ასევე, სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში სტრატეგიასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, ამ სფეროს შესწავლა და მოლაპარაკებების დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და მისი გაჯანსაღებისთვის. როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, სადაც მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიის შემუშავება ევალება სახელმწიფო მდივანს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე არის პირდაპირი დავალება, როდესაც კონკრეტულ სანქციებზე, მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ადამიანის უფლებებს არღვევს. ეს არის მხარდაჭერის კიდევ უფრო მძლავრი და ახალი ეტაპი. ეს არის აღიარება ჩვენი გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის და რა თქმა უნდა, ასეთი კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია. ასეთ დოკუმენტებს ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, მხარდაჭერისა და იმ ყველაფრის აღიარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner